ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ!
- 26 ივლისი, 2017
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გვაცნობეს, სკოლაში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 28 ივლისს. სააპელაციო განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება პირველად შედეგებთან ერთად.
აპელაციის შემდეგ გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები.
სკოლაში ჩარიცხვის უფლება ექნება რეიტინგის 125 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს. სკოლამ შეიძლება უარი უთხრას ჩარიცხვაზე მოსწავლეს, რომელსაც 2016-17 სასწავლო წელს რომელიმე საგანში ექნება წლიური ნიშანი 7 ან ნაკლები. ამ შემთხვევებს განიხილავს სკოლის შესაბამისი კომისია.
სკალირებული ქულა: პირველ ხუთ ამოცანას მიენიჭება კოეფიციენტი-1, ბოლო ხუთ ამოცანას გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო კომისიის მიერ მიენიჭება კოეფიციენტები 1,01; 1,02;1,03;1,04;1,05 სირთულის მიხედვით. იმ ამოცანას, რომელშიც გამოცდის საშუალო ქულა იქნება ყველაზე ნაკლები - 1,05, ამის შემდეგ რომელსაც ექნება ნაკლები საშუალო ქულა - 1,04 და ა.შ.
მაგალითად, კომისიის მიერ თუ მოხდა კოეფიციენტების მინიჭება შემდგნაირად (ცხადია, ეს კოეფიციენტები დადგინდება საბოლოო შედეგებთან ერთად):
მე-6 ამოცანა-1,02; მე-7 ამოცანა-1,01; მე-8 ამოცანა -1,05; მე-9 ამოცანა-1,03, მე-10 ამოცანა-1,04. და მოსწავლემ მიიღო შემდეგი შეფასებები:
- ამოცანა 1 – 3
- ამოცანა 2 – 2
- ამოცანა 3 – 1
- ამოცანა 4 – 2
- ამოცანა 5 – 3
- ამოცანა 6 – 3
- ამოცანა 7 – 1
- ამოცანა 8 – 1
- ამოცანა 9 – 4
- ამოცანა 10 – 2
მოსწავლის ნედლი ქულა იქნება: 22, სკალირებული ქულა იქნება:
3*1+2*1+1*1+2*1+3*1+3*1,02+1*1,01+1*1,05+4*1,03+2*1,04=22,32.
(კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს კოეფიციენტები პირობითია, კოეფიციენტები გამოქვეყნდება საბოლოო შედეგებთან ერთად).
ამ სისტემით, მოსწავლეს, რომელსაც აქვს მეტი ნედლი ქულა, აუცილებლად ექნება მეტი სკალირებული ქულა. კოეფიციენტები რეიტინგში განასხვავებს ერთნაირი ნედლი ქულის მქონე შედეგებს.
სკალირებული ქულების მიხედვით შედგება რეიტინგული სია. ის, თუ რამდენი ქულა აქვს რეიტინგის 125-ე მოსწავლეს, გამოქვეყნდება საბოლოო შედეგებთან ერთად.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!